“პრაიდის ჯანყი, “მიკროფონების” რევოლუცია, “დასუფთავების” პუტჩი – ეს ყველაფერი ნიკა გვარამიას რეჟისურას განეკუთვნება” – დავით ქართველიშვილი
“პრაიდის ჯანყი, “მიკროფონების” რევოლუცია, “დასუფთავების” პუტჩი – ეს ყველაფერი ნიკა გვარამიას რეჟისურას განეკუთვნება”, – ამის შესახებ ექსპერტი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში სოციალურ ქსელში წერს.
“პრაიდის ჯანყი, “მიკროფონების” რევოლუცია, “დასუფთავების” პუტჩი – ეს ყველაფერი ნიკა გვარამიას რეჟისურას განეკუთვნება, უნიჭო ლიბრეტოთი, დილეტანტი მსახიობებით და ჩასაშლელად განწირული დადგმით.
ერთი მხვრივ – შენში რაღაცნაირ ინტერესსაც იწვევს, რომელ ახალ სიუჟეტს შემოგთავაზებს. აი, ცდილობს ერთ დრამატურგიაში მხოლოდ ქალბატონების სეზონური სამოსის გამომშვები ტანსაცმლის ხაზი – “ანუკი” – დააკავშიროს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების უნიფორმების დამზადებასთან. მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ბრენდის უკან კახი კალაძის მეუღლე დგას. მხოლოდ იმიტომ – რომ ასე უნდა ნიკა გვარამიას. და კიდევ იმიტომ – რომ იმდენად ერთუჯრედიანი ამომრჩეველი ჰყავთ – ყველაფერს “ჭამენ”.
განსხვავებით დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისაგან, რომლებიც მსგავსი უწმინდურობით არ იკვებებიან, ადვილად ავლენენ საკუთარ რიგებში გვარამიას უნიჭო შემსრულებლებს და როგორც შეშვენის ამ უაღრესად საჭირო და დასაფასებელი პროფესიის წარმომადგენლებს, კაცურად, მედია/საქათმეში დაწერილი ყოველგვარი სცენარების გარეშე – პასუხს აგებინებენ პროვოკატორებს და საკუთარი რიგებიდან მათ განდევნას ითხოვენ. ვნახოთ – რას მოიგონებს ამჯერად გვარამია, მისი სერიალების აღქმის უნარი და პოპკორნის მარაგები გაგვაჩნია.
https://www.facebook.com/watch/?v=252464703366988&extid=NS-UNK-UNK-UNK-IOS_GK0T-GK1C”, – წერს ქართველიშვილი.