“დავიწყნაროთ ნერვები და ყველამ, ჩვენი საქმიანობით, ხელი შევუწყოთ ჯანდაცვის სისტემას, მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
კუჭავამ ყველას მოუწოდა, დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.
„ყველას უფლებაა, საკუთარი მოსაზრება ჰქონდეს ამა თუ იმ საკითხზე. ფაქტი ერთია – არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო ახალი შტამის გამო ძალიან რთულ მდგომარეობაშია – ყველა ხელისუფლების ბრალი გამოდის? გთხოვთ, დავიწყნაროთ ნერვები და ყველამ, ჩვენი საქმიანობით, ხელი შევუწყოთ ჯანდაცვის სისტემას, მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს, რაც, პირველ ყოვლისა, გამოიხატება იმაში, რომ თავი შევიკავოთ დეზინფორმაციისგან“, – განაცხადა კუჭავამ.