კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1 948, აჭარაში – 739, იმერეთში – 626

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 921 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 948 შემთხვევა, აჭარა – 739, იმერეთი – 626, ქვემო ქართლი – 254, შიდა ქართლი – 257, გურია – 135, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 276, კახეთი – 386, მცხეთა-მთიანეთი – 116, სამცხე-ჯავახეთი – 147, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 37.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 704 საიდანაც: 7 133 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 153, აჭარაში – 949, იმერეთში – 1 036. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 482 პირი, მათ შორის, თბილისში – 625, აჭარაში – 146, იმერეთში – 335. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 320 პირი,  მათგან თბილისში – 200, აჭარაში – 23, იმერეთში – 19. 3 555 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 737 – თბილისში, 1 298- აჭარაში. 47 016 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 79 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 74, ხოლო აჭარაში – 5.

სულ  6 ოქტომბრიდან – 18 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 063 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 448 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 27 989, პირი, აჭარაში – 7 875, იმერეთში – 5 115.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები