ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2189-მდეა გაზრდილი
ჰაიტიზე, 12 აგვისტოს დამანგრეველი 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 2189-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახური ავრცელებს.
გაზრდილია ასევე დაშავებულთა რიცხვი 12 ათასამდე.
მანამდე, 1941 დაღუპულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.
“იუნისეფ“-ის შეფასებით, 12 აგვისტოს მიწისძვრა ქვეყანაში 1,2 მილიონამდე ადამიანს შეეხო, მათ შორის, 540 ათას ბავშვს.