16 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 348 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის 16 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 348 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან შესაბამის პერიოდში 347 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

2021 წლის 16 აგვისტოს მონაცემებით, შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 8 980 აივ ინფიცირებული პირი. 6709 – მამაკაცია, 2271 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4441 პაციენტს განუვითარდა. 1862 გარდაიცვალა.

,,16 აგვისტოს მონაცემებით, აივ მკურნალობას იტარებს 5 629 (4998 + 631 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 45 (35 + 10 (აფხაზიბავშვი)) – ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 35.4 % (3180) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 49.9 % (4481) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.4 % (1115) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 % (113) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;0.5 % (41) – სისხლის რეციპიენტია; 0.5 % (50) – გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3367 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1212; შემდეგ იმერეთში 1079; აჭარაში 1023; კახეთში (449) ქვემო ქართლში (515); შიდა ქართლში (337); გურიაში (190); სამცხე-ჯავახეთში (122) და ა.შ. ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ
სულ საქართველოში გამოვლენილია 120 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 72 – ვაჟი, 48 – გოგონა. 30 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები