თამარ გაბუნია: კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გავრცელების ტემპი კვლავაც მაღალია

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გავრცელების ტემპი კვლავაც მაღალია, სტაბილიზაციის ნიშნები არცერთ რეგიონში არ არის”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პრევენციული ზომები მკაცრად უნდა იყოს დაცული.

“გასული 24 საათის განმავლობაში ისევ 6000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, სამწუხაროდ, 49 გარდაცვალება. შემთხვევების გავრცელების ტემპი კვლავაც მაღალია. როგორც იკვეთება, სტაბილიზაციის ნიშნები არ არის არცერთ რეგიონში, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს პრევენციული ზომების ზედმიწევნით, მკაცრად დაცვის აუცილებლობაზე. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვლავაც სავალდებულოა პირბადის გამოყენება ყველა სივრცეში, ძალაში რჩება ის რეგულაციები, რაც მოქმედებდა. განსაკუთრებით – სოციალური ღონისძიებების შეზღუდვა”, – აცხადებს გაბუნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები