მეტროსადგურ “ისნის” მიმდებარე ტერიტორიაზე ორმა პირმა ერთმანეთს დაზიანება მიაყენა

მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცმა მეორე მამაკაცს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა, რა დროსაც თავადაც დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, ორივე მოქალაქე ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც “კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები