მიხეილ სარჯველაძე: ის, რომ „ნაცმოძრაობა“ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვებს არ ესწრება, პოლიტიკური პროცესების მიმართ მათ დამოკიდებულებას აჩვენებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვებს არ ესწრება, პოლიტიკური პროცესების მიმართ მათ დამოკიდებულებას აჩვენებს.

მისივე თქმით, ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური აქტორი ვალდებულია, ჩართული იყოს იმ პროცესში, რასაც კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ჰქვია.

„ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვებს არ ესწრება, პოლიტიკური პროცესების მიმართ მათ დამოკიდებულებას აჩვენებს, რაც კარგი არ არის.  როგორც ჩანს, მათთვის უფრო მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს. სამწუხაროდ, ეს მერკანტილური საკითხებია, ვიდრე კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა და დისკუსია, რომელიც ამ საკითხების ირგვლივ წარიმართება. ეს, რა თქმა უნდა, კარგი არ არის. ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური აქტორი ვალდებულია ჩართული იყოს იმ პროცესში, რასაც ჰქვია კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა. რაც შეეხება 19 აპრილის შეთანხმებას, ამაზეც უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა. ძირითადი მიზეზი, რის გამოც ამ დოკუმენტმა საკუთარი ფუნქცია ვერ შეასრულა, იყო დესტრუქციულობის არანორმალური ხარისხი, რომელიც ამ დოკუმენტის გამოყენებით სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოავლინა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები