ლაშა ჩხარტიშვილი: გვაქვს კატეგორიული მოთხოვნა, რომ თბილისში მიმდინარე ყველა კორპუსის მშენებლობა შეჩერდეს და განხორციელდეს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ექსპერტიზა

“ჩვენ გვაქვს კატეგორიული მოთხოვნა, რომ თბილისში მიმდინარე ყველა კორპუსის მშენებლობა შეჩერდეს და განხორციელდეს სრულფასოვანი, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ექსპერტიზა”,- ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა.

ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ მშენებლობამდე საჭიროა – გეოლოგიური, სეისმოლოგიური და სხვა სახის კვლევების ჩატარება.

“ჩვენ გვაქვს კატეგორიული მოთხოვნა, რომ თბილისში მიმდინარე ყველა კორპუსის მშენებლობა შეჩერდეს და განხორციელდეს სრულფასოვანი, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ექსპერტიზა. იმიტომ რომ საქართველოში კანონმდებლობა უკვე ათწლეულებია ნიველირებულია და მორგებულია კორუფციულ ინტერესებზე. არ ტარდება არც რეალური გეოლოგიური კვლევები, არც სეისმოლოგური, არც სამშენებლო უსაფრთხოების კუთხით და სხვა მიმართულებით”, – აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები