როგორ მიმდინარეობს იმუნიზაციის ახალ ცენტრში ვაქცინაცია, სადაც მსურველები რეგისტრაციის გარეშე იცრებიან (ფოტოამბავი)

ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში მასობრივი ვაქცინაციის სივრცე გაიხსნა.

ცენტრმა ფუნქციონირება დილის 10 საათიდან დაიწყო და მოსახლეობის აქტივობა საკმაოდ მაღალია.

მასობრივი ვაქცინაციის ცენტრში იმუნიზაცია სამი ვაქცინით: „ფაიზერით“, „სინოვაკითა“ და „სინოფარმით” არის შესაძლებელი.

სასურველი ვაქცინის მისაღებად წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის.

იმუნიზაციის სივრცე ყოველ დღე მუშაობს, მათ შორის, შაბათ-კვირასაც.

მსურველებს სასურველი ვაქცინის მიღება დილის 10:00-დან 20:00 საათამდე შეეძლებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები