საქართველოში კორონავირუსის 5 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 726 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 5 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 726 პირი, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 726 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 50 937 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 30325, „პისიარ“ ტესტით – 20612.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,52%, ბოლო 14 დღის – 9,9%, ბოლო შვიდი დღის – 10,74%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 471 685 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 415 146 გამოჯანმრთელდა, 6 321კი გარდაიცვალა.