ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის – მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, ქუთაისში, ხობში, მცხეთის რაიონსა და დაბა ჩაქვში განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების კონტროლის ფარგლებში, გატარებული ღონისძიებების შედეგად, საერთო ჯამში, 84.14 კუბური მეტრი, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე, ტრანსპორტირების 8 ფაქტი გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი და მოხდა მისი მოქცევა სახელმწიფო საკუთრებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები