კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 2 236, აჭარაში – 811, იმერეთში – 537
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 128 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 236 შემთხვევა, აჭარაში – 811, იმერეთში – 537, ქვემო ქართლში – 246, შიდა ქართლში – 280, გურიაში – 106, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 287, კახეთში – 398, მცხეთა-მთიანეთში -101, სამცხე-ჯავახეთში – 102, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 24.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 47 601 საიდანაც: 6 627 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 068, აჭარაში – 898, იმერეთში – 964. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 355 პირი, მათ შორის, თბილისში – 586, აჭარაში – 139, იმერეთში – 318. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 311 პირი, მათგან თბილისში – 202, აჭარაში – 22, იმერეთში – 18. 3 288 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 494 – თბილისში, 1 298- აჭარაში. 37 686 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.