ეკატერინე ტიკარაძე: საკმაოდ მაღალი დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს, რაც ეპიდემიოლოგებისა და ჯანდაცვის სექტორისთვის არის იმის ნიშანი, რომ სტატისტიკა ჯერ კიდევ იქნება მზარდი

“დღეს ჩვენ გავდივართ პიკს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვირუსით ინფიცირების მზარდი სტატისტიკა შეინიშნება როგორც თბილისში, ისე – რეგიონებში.

“დღეს ჩვენ გავდივართ პიკს. ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, საკმაოდ მაღალი დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს, რაც ეპიდემიოლოგებისა და ჯანდაცვის სექტორისთვის არის იმის ნიშანი, რომ სტატისტიკა ჯერ კიდევ იქნება მზარდი. 46 000-მდე აქტიური შემთხვევა გვაქვს, უმეტესი ნაწილი ოჯახის ექიმების მიერ ბინაზე იმართება. დღესდღეობით, ქვეყნის მასშტაბით 8 000-მდე საწოლია მობილიზებული, აქედან დიდი წილი თბილისზე მოდის. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვაკვირდებოდით, თბილისში ინფექციის გავრცელების მაღალ სიჩქარეს, რაც გარკვეულ მიგრაციას უკავშირდება. ადამიანები სხვადასხვა რეგიონში ავადდებოდნენ და შემდეგ ისინი ბრუნდებოდნენ თბილისში, საცხოვრებელ ადგილებში.

ვაკვირდებით, რომ რეგიონების ჭრილშიც ინფექცია არის მზარდი, საწოლების მობილიზიცია რეგიონების დონეზეც მიმდინარეობს”, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები