ივანე ჩხაიძე: ვაქცინაცია ერთადერთი გზაა, რომელმაც შეიძლება ქვეყანაში შეაჩეროს ვირუსის სწრაფი გავრცელება
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ გამოსავალი ვაქცინაციაა.
“დელტა ვარიანტი 85%-ით უფრო მეტად იწვევს საავადმყოფოში დაწოლის აუცილებლობას, ვიდრე კორონავირუსის ალფა, იგივე ე.წ. ბრიტანული მუტაცია. ლეტალობის მიხედვით, კორონავირუსის დელტა მუტაცია 137%-ით უფრო მეტად განაპირობებს, ვიდრე ბრიტანული ვარიანტი.
ეს ორი მახასიათებელი უფრო მეტად მძიმე მიმდინარეობა და მეტი ლეტალობა არის ის, რაც აისახა საქართველოს რეალობაშიც. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რომელმაც შეიძლება ქვეყანაში შეაჩეროს ვირუსის ასეთი სწრაფი გავრცელება”, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.