ეკატერინე ტიკარაძე: ექიმის პროფესია, განსაკუთრებით დღეს, იმდენად წმინდა პროფესიაა, რომ არ შეიძლება, ვინმემ მათ შეურაცხყოფა მიაყენოს
“ექიმის პროფესია, განსაკუთრებით დღეს, არის იმდენად წმინდა პროფესია, რომ არ შეიძლება, ვინმემ ჩვენს ექიმებს შეურაცხყოფა მიაყენოს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოების ვალია, დაიცვან იმ ადამიანების ღირსება და სახელი, რომლებიც უკვე მეორე წელია, სიცოცხლეს სწირავენ და ემსახურებიან მოქალაქეებს მათი სიცოცხლის გადასარჩენად.
„მგონი, ეს უბრალოდ ძალიან უხერხულია და ნამდვილად სცდება ყველა ზღვარს. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის წარმომადგენელი ხარ, რა მრწამსი გაქვს, რა რელიგიური შეხედულება გაქვს. ექიმის პროფესია, განსაკუთრებით დღეს, არის იმდენად წმინდა პროფესია, რომ არ შეიძლება, ვინმემ ჩვენს ექიმებს მსგავსი შეურაცხყოფა მიაყენოს. ეს არის ალბათ უკვე საზოგადოების გადასაწყვეტი და საზოგადოების ვალი, დაიცვან იმ ადამიანების ღირსება, იმ ადამიანების სახელი, რომლებიც უკვე მეორე წელია, ასეთ საგანგაშო ომში არიან, საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ და ემსახურებიან ჩვენს მოქალაქეებს მათი სიცოცხლის გადასარჩენად“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.