ეკატერინე ტიკარაძე: სავალდებულო ვაქცინაციაზე ამ ეტაპზე არ ვმსჯელობთ

“სავალდებულო ვაქცინაციაზე ამ ეტაპზე ჩვენ არ ვმსჯელობთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, შესაძლოა, დადგეს ისეთი ვითარება, როდესაც გარკვეული სეგმენტის წარმომადგენლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს ისევე, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

„ამ ეტაპზე სავალდებულო ვაქცინაციაზე ჩვენ არ ვმსჯელობთ, თუმცა შეიძლება, დადგეს მომენტი, როდესაც ვაქცინაცია გარკვეული სეგმენტის წარმომადგენლებისთვის, როგორც სხვა ქვეყნებში, ასევე ჩვენთანაც დადგეს პრაქტიკად. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება, ავირიდოთ მსგავსი მოთხოვნები და დავალებები სახელმწიფოს მიმართ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები