ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლების მონაწილე მედიკოსებსა და ომში დაღუპული ექიმების ოჯახის წევრებს უმასპინძლებენ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, სამხედრო მედიცინის დღესთან დაკავშირებით, ხვალ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლების მონაწილე მედიკოსებსა და ომში დაღუპული ექიმების ოჯახის წევრებს უმასპინძლებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანთა სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, რომელიც დილით გაიმართება, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე გარდაცვლილი ექიმების ოჯახის წევრებს სამახსოვრო მედლებს ხოლო, სამხედრო ექიმებს სამადლობელ სიგელებს გადასცემს.
1992 წლის 11 აგვისტოს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ახალციხის გარნიზონის სამხედრო ჰოსპიტალი, რუსეთის შეიარაღებული ძალებიდან, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს გადმოეცა და ეს დღე საქართველოში სამხედრო მედიცინის დღედ იქცა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები