ლევან გოფოძე: რეანიმაციაში წვანან 23, 35, 40 წლის ადამიანები, ასე რომ, ახალგაზრდებიც რისკავენ

“რესპუბლიკური საავადმყოფოს” ხელმძღვანლის, ლევან გოფოძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, სამედიცინო სექტორი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

გოფოძე მოსახლეობას იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.

“მკვეთრი საზღვრის გავლება, როგორც ადრე ვამბობდით, რომ ეს არის ძირითადად ასაკოვანი ადამიანების დაავადება, ამას ვეღარ ვიტყვით იმიტომ, რომ ავადდებიან როგორც ახალგაზრდები, ასევე, ასაკოვანი ადამიანები.

რეანიმაციაში წვანან 23, 35, 40 წლის ადამიანები, ასე რომ, ახალგაზრდებიც რისკავენ საკმაოდ მძიმე ფორმების განვითარებას. ვმუშაობთ 24-საათიან რეჟიმში და ძალიან გაგვიჭირდება, თუ ასე გაგრძელდა, ამიტომაც, კიდევ ერთხელ, მოწოდება არის, რომ დავიცვათ ყველა წესი და, რაც მთავარია, ყველა წავიდეთ ვაქცინაციაზე“, – განაცხადა გოფოძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები