,,არემჯიმ’’ Green Business Forum 2021-ზე კომპანიის გარემოსდაცვითი პროგრამის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

სასტუმრო “ბილტმორმა” მედიაჰოლდინგ The FINANCIAL-ის მიერ ორგანიზებულ Green Business Forum 2021-ს უმასპინძლა, რომელზეც კომპანიებმა, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მწვანე ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

Green Business Forum არის პრეზენტაციების ღონისძიება, რომლის მიზანია, წარმოაჩინოს კომპანიების მიერ განხორციელებული გარემოსდაცვითი პროექტები და მათი შედეგები, განიხილოს საქართველოს პერსპექტივები მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით და ხელი შეუწყოს ქართული ბიზნესების კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ბაზარზე. ღონისძიებაზე მწვანე ეკონომიკის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა – ლევან დავითაშვილმა, საქართველოში იაპონიის ელჩმა – იმამურა აკირამ და სხვადასხვა კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა.
,,არემჯი“ რიგით მე-5 Green Business Forum -ის გენერალური სპონსორია. კომპანიის დირექტორის მოადგილემ გარემოსდაცვით საკითხებში, სანდრო დევიძემ ყველა ის მნიშვნელოვანი ღონისძიება წარუდგინა საზოგადოებას, რომელსაც კომპანია გარემოსდაცვითი მიმართულებით ახორციელებს.

„ჩვენ აქ დამსწრე საზოგადოებას გავაცანით ჩვენი გარემოსდაცვითი პროექტები. ამ დროისთვის 100-მდე ღონისძიება გვქონდა გაწერილი და მათგან 98% უკვე შესრულებულია.
ამ ყველაფრისთვის 30 მილიონი ლარი არის დახარჯული. ეს პროცესი მუდმივად გრძელდება, გვაქვს სერიოზული პროექტები ინფრასტრუქტურული, წყალდაცვითი, ნიადაგის დაცვის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიმართულებით, რომელსაც, როგორც კვლევები აჩვენებს, უკვე აქვს პოზიტიური შედეგები. ეს სამუშაოები მუდმივად გაგრძელდება და ჩვენ ვაპირებთ, ერთი მხრივ, მინიმალური ზემოქმედება მოვახდინოთ გარემოზე, მეორეს მხრივ რესურსები გამოვიყენოთ ეფექტიანად და, რაც მთავარია, სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება რაციონალურად და მინიმალური დანაკარგების საშუალებით უზრუნველვყოთ”, – აცხადებს „არემჯის“ დირექტორის მოადგილე გარემოსდაცვით საკითხებში, სანდრო დევიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები