დავით ზალკალიანი: პრემიერმინისტრის დავალებითა და ხელმძღვანელობით, ჩამოყალიბდა კომისია, რომლის მთავარი მიზანი იქნება დეოკუპაციის სტრატეგიის შემუშავება – ეს იქნება საერთო ეროვნული პროცესი
“სულ ცოტა ხნის წინ, პრემიერმინისტრის დავალებითა და მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა კომისია, რომლიც დეოკუპაციის მიმართულებით იმუშავებს და რომლის მთავარი მიზანი იქნება დეოკუპაციის სტრატეგიის შემუშავება და ეს იქნება საერთო ეროვნული პროცესი”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცეპრემიერმა, დავით ზალკალიანმა ათწლიანი საგარეო პოლიტიკის წარდგენისას განაცხადა.
როგორც ვიცეპრემიერმა აღნიშნა, პირველად საქართველოს ისტორიაში, ამ პროცესში იქნება ჩართული ყველა უწყება, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„აგვისტოს დასაწყისიდან ჩემი მოადგილე იმყოფებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, დავიწყეთ შეხვედრები მოსახლეობასთან, საზოგადოებასთან იმისთვის, რომ მათგანაც მივიღოთ მოსაზრებები, თუ როგორ ხედავენ ისინი ამ პროცესის დაწყებას იმისთვის, რომ ეს პროცესი მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.