ქორწილი, ქელეხი და მსგავსი ღონისძიებები აიკრძალა
ქორწილის, ქელეხისა და მსგავსი ღონისძიებების გამართვაზე კონტროლი მკაცრდება.
როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, პირველ შემთხვევაში კვების ობიექტი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება, ხოლო გამეორებისას ობიექტი დაილუქება.
„კვების ობიექტების მუშაობა შეზღუდულია 00:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში, რის აღსრულებასაც სახელმწიფო კიდევ უფრო გაამკაცრებს. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვ. მსგავსი ღონისძიების მასპინძლობისთვის კვების ობიექტები თუ სხვა სარიტუალო დარბაზების მფლობელები პირველ ჯერზე დაჯარიმდებიან ათი ათასი ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში მოხდება შესაბამისი ობიექტის დალუქვა“, – განაცხადა ღიბრაძემ.