ლაშა ხუციშვილი – Fitch-ის რეიტინგზე: ესაა აღიარება, რომ ქვეყანა სწრაფად გამოდის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, Fitch-ის რეიტინგში საქართველოს პერსპექტივის გაუმჯობესება, ესაა აღიარება, რომ ქვეყანა პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან სწრაფად გამოდის.

„თუ გადავხედავთ პანდემიის პერიოდში, ამავე სააგენტოს შეფასებები, პრაქტიკულად, ქვეყნების 99%-ის შემთხვევაში, უცვლელი დარჩა. ქვეყნების უმეტესობის შემთხვევაში, საკრედიტო რეიტინგი და პერსპექტივა არ გაუმჯობესებულა. შესაბამისად, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიისგან, ესაა აღიარება, რომ ქვეყანა სწრაფად გამოდის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებლები, მათ შორის, აისახება ინვესტიციების მოზიდვასა და ვალუტის კურსზეც“, – აღნიშნა მინისტრმა.

სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები