კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 946, აჭარაში – 499, იმერეთში – 177
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 236 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 946 შემთხვევა, აჭარაში – 499, იმერეთში – 177, ქვემო ქართლში – 100, შიდა ქართლში – 90, გურიაში – 38, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 126, კახეთში – 165, მცხეთა-მთიანეთში -56, სამცხე-ჯავახეთში – 30, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 9.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 40 233 საიდანაც: 6 641 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 125, აჭარაში – 874, იმერეთში – 959. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 328 პირი, მათ შორის, თბილისში – 587, აჭარაში – 134, იმერეთში – 312. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი, მათგან თბილისში – 190, აჭარაში – 21, იმერეთში – 18. 2 552 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 151 – თბილისში, 818- აჭარაში. 31 040 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.