ესტონეთის პრემიერი: 13 წლის წინ რუსეთმა გამოიყენა ძალა ევროპაში, რომლის მიზანი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზიდან გადახვევა იყო

“13 წლის წინ რუსეთმა გამოიყენა ძალა ევროპაში”, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დღემდე ირღვევა და უნდა გაგრძელდეს ზეწოლა.

“მიზანი იყო საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზიდან გადახვევა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დღემდე ირღვევა რუსეთის მიერ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა, არასოდეს დავივიწყოთ და არ ვაღიაროთ ეს ოკუპაცია”, – წერს პრემიერი “ტვიტერზე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები