მეუფე ანდრია – აგვისტოს ომზე: დღესაც არ არის დაძლეული იმ დღეების შედეგები და გვჯერა, რომ მხოლოდ ერთობით დაიძლევა ყველა სიმძიმე
გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრია გვაზავამ, გორში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.
მისი თქმით, მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი ომის მწუხარების გადატანა.
“ყველამ ერთად შევძელით იმ სიმძიმის გადატანა, რასაც ომის საშინელება ეწოდება, ომის მწუხარება, სიმძიმე და გარდაცვლილ ადამიანთა ხილვის ტკივილი. დღესაც არ არის დაძლეული იმ დღეების შედეგები და ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ ერთობით დაიძლევა ყველა სიმძიმე და მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი, რომ მოვიტანოთ სიკეთე და სიხარული ჩვენი სამშობლოსთვის, საქართველოსთვის”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.