ენმ-ს მარნეულის ორგანიზაცია არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს – დაპირისპირება პარტიაში

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” უთანხმოებაა. შიდა დაპირისპირებაზე პარტიის რეგიონული წარმომადგენლები ღიად ალაპარაკდნენ.

“ნაცმოძრაობის” მარნეულის ორგანიზაცია 2021 წლის ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. ამის შესახებ რეგიონული ორგანიზაციის ლიდერმა აგილ მუსტაფაევმა, დღეს მარნეულში ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მათსა და “ნაცმოძრაობის” ლიდერებს ასევე, ქვემო ქართლის რეგიონული წარმომადგენლების შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რა დროსაც ერთიან პოზიციაზე ვერ შეთანხმდნენ. მარნეულის ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, მათ არჩევნებში მონაწილეობის განსხვავებული ხედვა და გეგმა ჰქონდათ, რაც “ნაცმოძრაობის” ლიდერებმა არ გაითვალისწინეს.

„გადავწყვიტეთ, 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა არ მივიღოთ. მიზეზი ისაა, რომ, რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე კონსულტაციები ისე დამთავრდა, რომ ჩვენსა და პარტიის რეგიონულ წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ვერ მიიღწა. ჩვენ არჩევნების მოგების სულ სხვა სტრატეგია გვქონდა, მაგრამ სულ სხვა გეგმები შემოგვთავაზეს. კიდევ ერთი მიზეზი იყო ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ორგანიზაციასთან შეთანხმებისგარეშე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა ლიდერებმა და წარმომადგენლებმა სხვადასსხვა ნაბიჯი გადადგეს. დღეიდან აღარ ვმონაწილეობთ არჩევნებში და აღარ ვმოქმედებთ მასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა აგილ მუსტაფაევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები