თეა წულუკიანი: საქართველოში ათეულზე მეტი პენიტენციური დაწესებულება არსებობს, თუ სააკაშვილი ჩამოვა მისთვის ადგილი აუცილებლად მოიძებნება

“სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ 9 წლის განმავლობაში პრორუსული და პირდაპირ რუსული საქმე აკეთეს და ამას ძალიან ბევრი საქმე მოწმობს, თუნდაც რუსეთზე გასხვისებული სტრატეგიული ობიექტები, ცრუ ბრძოლა რუსეთთან, ყველაფრის კეთება იმისთვის, რომ რუსეთი ყოფილიყო საქართველოში გამარჯვებული”, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბრისას კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ათეულზე მეტი პენიტენციური დაწესებულება არსებობს და თუ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა მისთვის ადგილი აუცილებლად მოიძებნება.

„მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილის ამ განცხადებით სერიოზულად შეფასება უბრალოდ უხერხულია. მე ვისურვებდი, რომ ძალიან მალე დადგეს ჩვენს ქვეყანაში ის დრო, როდესაც სააკაშვილის ამ და სხვა ბოდვებზე თქვენ არ გიწევდეთ კითხვის დასმა, მე კი – პასუხის გაცემა. სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ 9 წლის განმავლობაში პრორუსული და პირდაპირ რუსული საქმე აკეთეს და ამას ძალიან ბევრი საქმე მოწმობს, თუნდაც რუსეთზე გასხვისებული სტრატეგიული ობიექტები, ცრუ ბრძოლა რუსეთთან, ყველაფრის კეთება იმისთვის, რომ რუსეთი ყოფილიყო საქართველოში გამარჯვებული. ამ ყველაფრის ავტორია სააკაშვილი და მისი ხელისუფლება, მაგრამ პრობლემა ის კი არაა, რომ სააკაშვილი კვლავ ლაპარაკობს. რომ სააკაშვილი მის ამომრჩეველსაც ყავლგასულად ეჩვენება. ხშირად იმასაც ეუბნებიან, რომ თუ ჩამოდიხარ – ჩამოდი და ნუ დაგვღალეო. ჩემი აზრით, პრობლემა ისაა, რომ მელია და სხვები ვერ შედგნენ ლიდერებად. იმ ფონზე, როდესაც სააკაშვილი გამაგრებულია კიევში, ამ გაკოტრებული პოლიტიკოსის დონემდეც ვერ მიდის მათი ვერცერთი საქართველოში მყოფი ლიდერი. დებდნენ ფსონს მელიაზე, მაგრამ მელია ვერ შედგა ლიდერად. შესაბამისად, ლიდერად რჩება მაწანწალა საერთაშორისო მასშტაბის პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი, რომლის ამომრჩევლებიც უკვეთავენ ხოლმე სააკაშვილს და იღებენ მელიას. საქართველოში ათეულზე მეტი პენიტენციური დაწესებულება არსებობს, თუ ის ჩამოვა, რა თქმა უნდა, მისთვის ადგილი აუცილებლად მოიძებნება“, – აცხადებს წულუკიანი.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თავის დროზე საარჩევნო კამპანიისთვის ბიძინა ივანიშვილს რუსეთმა 2 მილიარდი დოლარი მისცა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები