რატი ბრეგაძე FBI-ს ატაშეს შეხვდა
მართლწესრიგი და საზოგადოებრივი უსაფრთხოება იყო მთავარი განსახილველი საკითხი იუსტიციის მინისტრსა და ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს ატაშეს შეხვედრაზე.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რატი ბრეგაძემ და ჰეზერ ბერგმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები დასახეს. მათ შორის, საუბარია FBI – ის ჩართულობით სხვადასხვა მიმართულებით ტრეინინგების ჩატარებაზე.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლო მჭიდრო პარტნიორობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.