ვაქცინირებულ მოქალაქეებს საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის ცნობის მიღება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში ან დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში შეუძლიათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვაქცინირებულ მოქალაქეებს საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის ცნობის მიღება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში ან დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში შეუძლიათ.

ამავე ინფორმაციით, დაწესებულება დოკუმენტს ადასტურებს ბეჭდით და/ან შტამპით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

“საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის საჭირო ცნობის მიღება ვაქცინირებულ პირებს შეუძლიათ იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში ან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.

დაწესებულება დოკუმენტს ადასტურებს ბეჭდით და/ან შტამპით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

მიმღები ქვეყნის მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნული ცნობა საჭიროა დამოწმდეს აპოსტილით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.

აცრის ცნობის აპოსტილით დამოწმების პროცედურა წარმოადგენს დროებით ღონისძიებას საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტების QR კოდების ევროკავშირის სივრცესთან მიერთებამდე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები