კელი დეგნანი: ეს იყო წვრთნები, რომლის მიზანიც უსაფრთხოების და უშიშროების ამოცანებია – ეს ყველაფერი მსოფლიოს სტაბილურობას ემსახურება

 

“ეს იყო წვრთნები, რომლის მიზანიც უსაფრთხოების და უშიშროების ამოცანებია – ეს ყველაფერი მსოფლიოს სტაბილურობას ემსახურება”, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, “მტკიცე სული 2021” სწავლების დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა.

“ჩემთვის დიდი პატივია ვიყო აქ და სამხედრო სწავლების წარმატებული დასასრული აღვნიშნო. აღსანიშნავია თქვენი არნახულად კარგი, შთამბეჭდავი მონაწილეობა, დიდებულია 15 მისიის მონაწილეობა, რომელიც დასრულდა. გაიზიარეთ პარტნიორობა როგორც პარტნიორებმა და მონაწილე წევრმა ქვეყნებმა. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ამოცანა და წვრთნებია, როცა ნამდვილი პარტნიორები და ნამდვილი მეგობრები გამოდიან წინა პლანზე. თითოეული მათგანი ვინც აქ დგას, თქვენი დასწრება მეტყველებს იმაზე, რომ საგანგებო მნიშვნელობა გაქვთ. ამ წვრთნას საგანგებო მნიშვნელობა აქვს. ეს აძლიერებს ჩვენს პასუხისმგებლობას, მოვალეობას. ამით ბორკავთ აგრესიას. თითოეული თქვენთაგანი ამას გააკეთებს. აღნიშნული წვრთნები მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შევაჩეროთ მტრები და ჩვენი სულისკვეთება გავაძლიეროთ. თქვენი მოქალაქეები, ჯარისკაცები ნამდვილად გააძლიერებენ თავის მოქნილობას, უნარს. საქართველოს ეს ოპერატიული ძალები, ეროვნული გვარდია, სამხედრო შენაერთები კიდევ უფრო გააძლიერებს კავშირებს ქვეყნის შიგნით სხვადასხვა დაწესებულებებს, სხვადასხვა გაერთიანებებს შორის. ჩვენ ამ კავშირში უფრო ძლიერები ვართ და მიღწეულ წარმატებას უფრო გავაძლიერებთ”, – განაცხადა დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები