სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი სამხედროების მებრძოლი სულის სიმტკიცისა და მათი მაღალი პროფესიონალიზმის დასტურია ის, რომ პანდემიის მიუხედავად, წარმატებით განხორციელდა მე-10, საიუბილეო სამხედრო სწავლება

 

“ჩვენი სამხედროების მებრძოლის სული სიმტკიცისა და მათი მაღალი პროფესიონალიზმის დასტურია ის, რომ პანდემიის მიუხედავად, წარმატებით განხორციელდა მე-10, საიუბილეო სამხედრო სწავლება”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit – 2021-ის დახურვის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტმა საქართველოს სამხედრო ძალებს წარმატებები უსურვა.

“ჩვენი სამხედროების მებრძოლის სული სიმტკიცისა და მათი მაღალი პროფესიონალიზმის დასტურია ის, რომ პანდემიის მიუხედავად, წარმატებით განხორციელდა მე-10, საიუბილეო სამხედრო სწავლება.

„მტკიცე სული-2021“ არ არის მხოლოდ გამორჩეული, არამედ ის ისტორიულიცაა.

საქართველოში ჩატარებული მრავალეროვნული წვრთნების ისტორიაში პირველად, წელს მონაწილეობდა საქართველოში წარმოებული ქართული ჯავშანტექნიკა. ეს გახლავთ საქართველოს თავდაცვის ძალების, ქართული სამხედრო ინდუსტრიის წარმატება. საქართველოს სამხედრო ინდუსტრიას მინდა ვუსურვო განვითარება, რაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და ეკონომიკის გაძლიერებას ხელს შეუწყობს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები