გამკაცრდება თუ არა რეგულაციები სამშაბათს გახდება ცნობილი – მინისტრის განმარტება

 

“რეკომენდაციები არის არამხოლოდ საზოგადოებისთვის, არამედ წარდგენილია საბჭოსთვის და სამშაბათს საბჭოზე დამატებით ვიმსჯელებთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამკაცრების ღონისძიებები იქნება მიღებული”, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც მმართველი გუნდის მიერ ჩატარებულ კონცერტებს, ასევე „ბათუმის დინამოს“ გუშინდელ საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივრების დასწრებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, რეგულაციებისა და შეზღუდვების შემთხვევაში, არცერთ სოციალურ ღონისძიებას პრივილეგია არ მიენიჭება.

„როდესაც ჩვენ სოციალურ ღონისძიებაზე ვლაპარაკობთ, ვგულისხმობთ ყველა ტიპის ღონისძიებას და არ აქვს მნიშვნელობა რომელ რეგიონშია ის და რა მიზეზით იმართება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა სახის ღონისძიებაზე დაცული იყოს როგორც პირბადის ტარება, ისე იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს ეპიდვითარების კუთხით“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები