კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1 640, აჭარაში – 628, იმერეთში – 395

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  3 780 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 640 შემთხვევა, აჭარაში – 628, იმერეთში – 395, ქვემო ქართლში – 170, შიდა ქართლში – 172, გურიაში – 70, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 199, კახეთში – 299, მცხეთა-მთიანეთში -102, სამცხე-ჯავახეთში – 84, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 21.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 38 806 საიდანაც: 6 369 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 052, აჭარაში – 802, იმერეთში – 926. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 285 პირი, მათ შორის, თბილისში – 578, აჭარაში – 130, იმერეთში -294. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 273 პირი,  მათგან თბილისში – 189, აჭარაში – 18, იმერეთში – 18. 2 472 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 153 – თბილისში, 812- აჭარაში. 29 965 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები