საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 016 პირი ემსხვერპლა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 41 907 კვლევა ტესტით, მათ შორის 25 167 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 740 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 440 353-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.02%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.05% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.98%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 052 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 395 505-მდე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები