პაატა იმნაძე: ახლა ვართ პიკში და ეს გაგრძელდება 2-3 კვირა მაინც

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.

მისივე თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოსავალი ვაქცინაციაა.

“გამოსავალი არის ვაქცინაცია. ახლა ვართ პიკში და ეს გაგრძელდება 2-3 კვირა მაინც, 1000 ინფიცირებულიდან, სტატისტიკით 15 ადამიანი შეიძლება დაიღუპოს”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები