“ევროპული საქართველო” 5 აგვისტოდან მოქალაქეებს ვაქცინაზე რეგისტრაციაში დაეხმარება

“ევროპული საქართველო” ვაქცინაციის კამპანიას იწყებს, 5 აგვისტოდან, 10:00-დან 22:00 საათამდე, პარტიის ცხელი ხაზი 800 222 იმუშავებს, რომელიც მოქალაქეებს ვაქცინაზე რეგისტრაციაში დაეხმარება.

ასევე “ევროპული საქართველოს” რაიონული ორგანიზაციები ადგილებზე დაეხმარებიან ადამიანებს და დაარეგისტრირებენ აცრაზე.

პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ ვაქცინაციის კამპანიის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ჩვენ ვიწყებთ კამპანიას ყველგან, სადაც ხელი მიგვიწვდება ჩვენი რეგიონული ოფისების მეშვეობით, რომ ყველა მოქალაქეს აქტიურად ავუხსნათ, რატომ არის აუცილებელი ვაქცინაცია. ის მითები და კონტრკამპანია არის სრული სიცრუე საფრთხეების და მავნებლობის შესახებ. საზოგადოებაში არიან მოქალაქეები, რომლებსაც უბრალოდ არ მიუწვდებათ კომპიუტერისთვის ხელი, არ აქვთ არც ცოდნა და ამისთვის ვაცხადებთ ცხელ ხაზს. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ „ევროპული საქართველო“ ან რომელიმე ცალკე აღებული ჯგუფი ამ პრობლემას გადაწყვეტს, ამას ნორმალური მთავრობა სჭირდებოდა და სჭირდება მომავალში. ეს პრობლემა არჩევნებზე უნდა გადავწყვიტოთ, მაგრამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ამაში და განგაშის ზარი უნდა იყოს ჩვენს გარშემო ყველგან, ვისაც აქვს აბსოლუტურად უსაფუძვლო ილუზია, რომ აცრის გაკეთება არ არის საჭირო“, – განაცხადა ბოკერიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები