ზაალ უდუმაშვილი: ისეთი ფიგურაც კი, როგორიც სალომე ზურაბიშვილია, იძულებული გახდა რომ ხელისუფლება გაეკრიტიკებინა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზაალ უდუმაშვილი შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ზურაბიშვილი იძულებული გახდა რომ ხელისუფლება გაეკრიტიკებინა.

“ისეთი ფიგურაც კი, როგორიც სალომე ზურაბიშვილია, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ერთი კრიტიკული სიტყვა არ დასცდენია “ქართული ოცნების” მიმართ, იძულებული გახდა რომ გაეკრიტიკებინა ხელისუფლება. “ნაციონალური მოძრაობის” კრიტიკა იყო ამ განცხადებაში მხოლოდ იმისთვის, რომ დაებალანსებინა ეს განცხადება და არ ყოფილიყო მხოლოდ “ქართული ოცნების” კრიტიკა“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმების დოკუმენტმა თავისი პირველადი დანიშნულება შეასრულა – პოლიტიკური კრიზისი დაასრულა, სტაბილურობა გამყარდა, მრავალპარტიული პარლამენტი შედგა და პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლა.

მისივე თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები