დაპირისპირება უკრაინის რადაში

   ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, უკრაინის უმაღლესმა რადამ 2014 წლის ბიუჯეტი დაჩქარებული წესით მაინც დაამტკიცა. დოკუმენტს 249 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. უკრაინის ოპოზიციას რამდენიმე დღის განმავლობაში რადის ტრიბუნა ბლოკირებული ჰქონდა, რადგან ისინი მომავალი წლის ბიუჯეტის დეტალურ განხილვას ითხოვდნენ. მიუხედავად ოპოზიციის პროტესტისა, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა მაინც მოახერხეს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცება. კენჭისყრის დროს მოხდა დაპირისპირებაც, რის შედეგადაც რამდენიმე დეპუტატი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები