კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 2 297, აჭარაში – 634, იმერეთში – 494
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 297 შემთხვევა, აჭარაში – 634, იმერეთში – 494, ქვემო ქართლში – 253, შიდა ქართლში – 262, გურიაში – 100, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 224, კახეთში – 323, მცხეთა-მთიანეთში -156, სამცხე-ჯავახეთში – 47, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 37.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 33 841 საიდანაც: 6 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 029, აჭარაში – 691, იმერეთში – 872. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 227 პირი, მათ შორის, თბილისში – 556, აჭარაში – 114, იმერეთში -282. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი, მათგან თბილისში – 183, აჭარაში – 14, იმერეთში – 17. 2 173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 022 – თბილისში, 820- აჭარაში. 25 623 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.