პრეზიდენტის განკარგულებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება

საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარდება.

“არჩევნების შესახებ დღეს გამოცემული განკარგულებით, პრეზიდენტმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების თარიღად 2021 წლის 2 ოქტომბერი დაასახელა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების თანახელმოწერა პრემიერ-მინისტრმა უკვე განახორციელა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N02/08/01 მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების დანიშვნის შესახებ 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები