IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 14% ფიქრობს, რომ მომავალი არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება

“გამოკითხულთა 14% ფიქრობს, რომ მომავალი არჩევნები ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი იქნება, 13 % კი მიიჩნევს, რომ არჩევნები ნამდვილად არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი”, – ამის შესახებ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)” ახალ კვლევაშია აღნიშნული.

ამავე კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 38 %-ის აზრით, მომავალი არჩევნები შესაძლოა თავისუფალი და სამართლიანი იყოს, 25 %-მა კი განაცხადა, რომ არჩევნები შესაძლოა არ იყოს თავისუფალი და სამართლიანი.

გამოკითხულთა 9 %-ს აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.

გამოკითხვები საქართველოს 10 რეგიონში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში სულ 1500 მოქალაქე გამოიკითხა.

კვლევა მიმდინარე წლის 15 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები