IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 29 % ვადამდელ არჩევნებს მხარს უჭერს 27 % – წინააღმდეგია
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI-ის კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე, ემხრობით თუ ეწინააღმდეგებით ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელ არჩევნებზე საქართველოში – 29% სრულად მხარს უჭერს. მეტნაკლებად მხარს უჭერს – 22%, მეტნაკლებად ეწინააღმდეგება- 12%, სრულად ეწინააღმდეგება- 27%. არ იცის /პასუხი არ აქვს-10%.
გამოკითხვები საქართველოს 10 რეგიონში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში სულ 1500 მოქალაქე გამოიკითხა.
კვლევა მიმდინარე წლის 15 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.