საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს.

პარლამენტის ინფორმაციით, როგორც საინიციატივო ჯგუფის განცხადებაშია აღნიშნული, საინიციატივო ჯგუფი იქმნება საქართველოს აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეების მიერ, რომელთაც სურთ საკუთარი თავდაპირველი, ავთენტური გვარების აღდგენა და არაავთენტური სუფიქსების (ოვ, ევ და ა.შ.) ჩამოშორება, რისთვისაც საჭიროა „სამოქალაქო აქტების შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანა. საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელთა თქმით, ისინი აპირებენ შესაბამისი საკანონმდებლო წინადადების მომზადებას და პროექტის არანაკლებ 25000 ამომრჩევლის ინიციატივით პარლამენტში წარდგენას.
განხილვის დასრულების შემდეგ კომიტეტმა მხარი დაუჭირა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები