ანრი ოხანაშვილი: „ქართული ოცნების“ პირობებში სუს-ი გახდა დეპოლიტიზებული, პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული ორგანო, რომელიც თითოეული ჩვენგანის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას ემსახურება
„ქართული ოცნების“ პირობებში სუს-ი გახდა დეპოლიტიზებული, პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული ორგანო, რომელიც თითოეული ჩვენგანის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას ემსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, აღსანიშნავია სახელმწიფო უსაფრთხების სამსახურის წარმატებული საქმიანობა ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც აღიარებულია ჩვენი ქვეყნის მტკიცე პარტნიორების მხრიდან.
„დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღეა.
ვულოცავ ამ დღეს სამსახურის ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს, მის გუნდს და სამსახურის თითოეულ თანამშრომელს! ისინი ყოველდღიურად ემსახურებიან ეროვნულ ინტერესებს და უზრუნველყოფენ ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას მაღალი სტანდარტით!
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გახდა დეპოლიტიზებული, პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული და ანგარიშვალდებული ორგანო საქართველოს პარლამენტის წინაშე, რომელიც თითოეული ჩვენგანის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას ემსახურება.
ასევე, აღსანიშნავია ამ სამსახურის წარმატებული საქმიანობა ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც აღიარებულია ჩვენი ქვეყნის მტკიცე პარტნიორების მხრიდან“, წერს ანრი ოხანაშვილი.