აშშ-ის საელჩო: Agile Spirit 2021-ის ერთობლივი წვრთნები ხელს უწყობს მონაწილეთა მზადყოფნას, სიძლიერესა და თავსებადობას
„Agile Spirit 2021-ის ერთობლივი წვრთნები, რომელიც თავს უყრის 15 მოკავშირე და პარტნიორი ძალების 2,500 სამხედროს, ხელს უწყობს მონაწილეთა მზადყოფნას, სიძლიერესა და თავსებადობას“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
„დღეს მოწმენი გავხდით ამ ერთობლივი წვრთნების შთამბეჭდავი სანახაობისა, როდესაც 150 ამერიკელი და ქართველი მედესანტე ვაზიანის აეროდრომზე დაეშვა“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
Agile Spirit 2021 მრავალეროვნული სწავლებაა, რომელსაც საქართველოს და ამერიკის ძალები უდგას სათავეში.