ანსამბლ ,,რუსთავის” წევრები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ანსამბლ „რუსთავის“ 60-მდე წევრი კორონავირუსის საწინააღმდეგო ,,ფაიზერის” ვაქცინით აიცრა.
ანსამბლის წევრების და ხელმძღვანელის თქმით, ვაქცინა პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზაა და მოქალაქეები აუცილებლად უნდა აიცრან.
უნივერსიტეტში ამცრელი ორი კაბინეტი გუშინ გაიხსნა. იმუნიზაცია კი მხოლოდ „ფაიზერის“ ვაქცინით არის შესაძლებელი.