ვიოლა ფონ კრამონი: 2012 წელს, როდესაც სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში, ჩვენ დავინახეთ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, დღესაც ამას ვხედავთ

ევროპარლამენტარ, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, 2012 წელს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში, ჩანდა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება და დღესაც იგივე ჩანს.

„რაც შეეხება მიმდინარე სიტუაციას, ოპოზიცია ნამდვილად არ ხელმძღვანელობდა 5 ივლისის მოვლენებს. ჩვენ რაც ვიხილეთ, რაც მოვისმინეთ, რასაც გვეუბნებოდნენ ჩვენი კოლეგები, რაც ვიდეოებში ვნახეთ, ეს არის გადასვლა მარჯვნივ, ეს არის კომპრომისის არ ძიება. 2012 წელს, ჯერ კიდევ, როდესაც სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში, ჩვენ დავინახეთ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება და დღესაც ამას ვხედავთ. 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე ჩვენ გვქონდა შეშფოთებები დემოკრატიულობასთან დაკავშირებით, მაგრამ მოხდა დემოკრატიული წინსვლა და მმართველი პარტია დამარცხდა. ამჟამად, ცხრა წლის შემდეგ, ჩვენ დავუბრუნდით იმავე სიტუაციას, სადაც ვიყავით ცხრა წლის წინ, ეს არის დემოკრატიული განვითარება, ეს არის კანონის უზენაესობის საკითხები, ეს არის საჯარო რესურსების შესაბამისად გამოყენება და ფაქტობრივად, იმ ძველ მდგომარეობასთან ხდება მიბრუნება. პირადად მე, ნამდვილად გული მწყდება იმ მდგომარებაზე, სადაც ამჟამად ვიმყოფები და ალბათ, ეს არ გახლავთ ის პასუხი, რომელსაც თქვენ ელოდით ჩემგან“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები