ლაშა ხუციშვილი: აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ივნისში ეკონომიკა 2019 წლის ივნისთან მიმართებით 9%-ზე მეტად გაიზარდა

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ივნისში ეკონომიკა 2019 წლის ივნისთან მიმართებით 9%-ზე მეტად გაიზარდა, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, რომელმაც 2021 წლის ივნისში დაფიქსიბეული ეკონომიკის ზრდის წინასწარი მაჩვენებელი შეაფასა.

მისი თქმით, მნიშნელოვანია ისიც, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოს ეკონომიკა 12.7%-ით გაიზარდა. „მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკა 18.7 პროცენტით გაიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ ზრდა ფიქსირდება არა მხოლოდ 2020 წელთან მიმართებით, 9%-ზე მეტით გაიზარდა ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ 2021 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 12.7%-ით, რაც პრაქტიკულად, ამყარებს ჩვენს პოზიტიურ მოლოდინს, რომ მიმდინარე წელს, საქართველოს ეკონომიკური ზრდა იქნება ორნიშნა დონეზე”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა როგორც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, ივნისის ეკონომიკურ ზრდაში, პრაქტიკულად, ყველა სექტორმა შეიტანა წვლილი. „დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელთა ბრუნვები 37%-ითაა გაზრდილი და ეს ზრდა ნაწილდება ყველა სექტორზე.
უმჯობესდება სხვა ეკონომიკური პარამეტრებიც – მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ექსპორტის მაჩვენებელი, პოზიტიურია დინამიკა გადმორიცხვების მიმართულებით. შესაბამისად, ეს ყველაფერი აისახება დასაქმების მაჩვენებელზეც”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები