დავით სერგეენკო: პოლიტიკური შეთანხმებიდან გამოსვლის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა, არ მოაწერეს მას ხელი

“პოლიტიკური შეთანხმებიდან გამოსვლის ძირითადი მიზეზი სამწუხაროდ იყო ის, რომ მოლაპარაკების სხვა მხარეებმა – ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა, არ მოაწერეს მას ხელი, ანუ არ გაიზიარეს მისი ღირებულებები”,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ანულირებით ქვეყნის მთავარი სტრატეგიული ორიენტაცია არ შეცვლილა.

“პოლიტიკური შეთანხმებიდან გამოსვლის ძირითადი მიზეზი სამწუხაროდ იყო ის, რომ მოლაპარაკების სხვა მხარეებმა – ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა, არ მოაწერეს მას ხელი, ანუ არ გაიზიარეს მისი ღირებულებები. პოლიტიკური შეთანხმებიდან გამოსვლა, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯია და რა თქმა უნდა, ამას რეაქცია მოჰყვებოდა აუცილებლად დასავლეთის მხრიდან. ამ დღეების განმავლობაში უკვე მიმდინარეობს ძალიან მჭიდრო კონსულტაციები, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ჩვენს დასავლეთ პარტნიორებს ბევრ კითხვაზე მისცემს პასუხს. რაც შეეხება იმას, რომ ამ პოლიტიკური შეთანხმებიდან გამოსვლა იყო თუ არა ქვეყნის მთავარი სტრატეგიული ორიენტაციის შეცვლა, ცალსახად ვფიქრობ, რომ არა. მე მჯერა, გამომდინარე იქედან, რომ ის ღირებულებები, ის ორიენტაცია, რაც ქვეყანას აქვს აღებული განუხრელად გრძელდება. მჯერა, რომ ინტენსიური კონსულტაციებით, რომელიც ახლა, ამ დღეებში მიმდინარეობს, მიღწევადი იქნება ის, რომ სრული ურთიერთგაგება ისევ აღდგეს ამ მხრივ“, – განაცხადა სერგეენკომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები